გროს ენერჯი ჯგუფი

საინჟინრო საკონსულტაციო კომპანია

სოციალური სამსახური

  • ყველა
  • ქველმოქმედება
  • სპორტი
  • განათლება
  • ხელოვნება
  • სხვა
ბიატლონის შეჯიბრება ლენტეხში

 2024-02-22

ბიატლონის შეჯიბრება ლენტეხშიclose

ლენტეხის მუნიციპალიტეტში პირველად ჩატარდება ბიატლონის შეჯიბრება. ბიატლონი შედგება რამდენიმე დისციპლინისგან, რომელთაგანაც ყველაზე ძველი ინდივიდუალური რბოლაა. კაცები გადიან 20 კმ-ს, 5 წრე 4 კმ. ხოლო ქალები 15 კმ-ს, 5 წრე 3 კმ. პირველ და მესამე წრეზე სპორტსმენები ისვრიან წოლით რეჟიმში, ხოლო მეორე და მეოთხე წრეზე დგომით რეჟიმში. სპორტსმენები 4-ჯერ მიდიან მიზანთან და 5-5-ჯერ ისვრიან. ყოველი აცდენა ჯარიმდება 1 წთ-ის დამატებით სპორტსმენის მიერ ნაჩვენებ დროზე. ამ ღირსშესანიშნავ პროექტს კომპანია „გროს ენერჯი ჯგუფი“ მცირედით ეხმარება. ჩვენ ვაანალიზებთ რამდენად მნიშვნელოვანია აქტიურ სპორტის პროპაგანდა მაღალმთიან რაიონებში და რაოდენ დიდი შედეგის მოტანა შეუძლია ჩვენი ქვეყნისთვის.

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი…

 2024-02-01

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი…close

კომპანია გროს ენერჯი ჯგუფი ჩართულია საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის მიერ 9-11 თებერვალს ორგანიზებულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე. მოცემული ღონისძიებაზე 1100 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, რაც უპრეცენდენტო რაოდენობაა მოცემული სპორტის სახეობისთვის. წარმატებები ვუსურვოთ ქართველ სპორტსმენებს.

ძიუდო

 2023-03-01

ძიუდოclose

კომპანიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ახალგაზრდა ჯუდოკას - ზურაბ ტვილდიანს დაენიშნა სიმბოლური ხელფასი. წარმატებები გვინდა ვუსურვოთ მას და იმედი გვაქვს საერთაშორისო ასპარეზზე ასახელებს საქართველოს.

ჩოგბურთი

 2023-01-31

ჩოგბურთიclose

კომპანია გროს ენერჯი ჯგუფმა საახალწლოდ ჩოგბურთელი ელენე ხუბუა გაახარა. 2022 წლის დეკემბერში ელენემ გაიმარჯვა და გახდა საქართველოს 16 წლამდე გოგონების ნაკრების წევრი. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ მას და პერიოდულად შევძლოთ მისი მხარდაჭერა რათა საერთაშორისო ასპარეზზე მალე გვასახელოს.

ქველმოქმედება დედათა მონასტერისთვის

 2022-11-25

ქველმოქმედება დედათა მონასტერისთვისclose

პროექტის განვითარების არეალში გადავწყვიტეთ დედათა მონასტერისთვის მცირედი საჩუქარი გაგვეკეთებინა და მკაცრი ზამთრის თბილად გასატარებლად ელექტრო გამათბობელი ვაჩუქეთ. ისევ მცირედით მაგრამ რაც მთავარია არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ კეთილი საქმეების კეთებას.

არა ომს

 2022-03-22

არა ომსclose

ვითვალისწინებთ რა მძიმე მდგომარეობას რომელიც ამჟამად არის უკრაინაში, კომპანია გროს ენერჯი ჯგუფი მცირედი დახმარებით ცდილობს დაეხმაროს უკრაინელ მოსახელობას. კომპანიამ მათ მედიკამენტები და სამედიცინო დახმარების ნაკრები გაუგზავნა

ქველმოქმედება სამეგრელოში

 2022-01-24

ქველმოქმედება სამეგრელოშიclose

ამჯერად, ზამთრის უკეთ გატარების მიზნით სამეგრელოში ერთერთი პროექტის განვითარების არეალში, დახმარების მიზნით ადგილობრივ ოჯახს გადავეცით ფქვილით სავსე ტომარა.

კომპანია პერიოდულად ახორციელებს ქველმოქმედებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში

კომპანიამ მცირედი დახმარება…

 2021-06-22

კომპანიამ მცირედი დახმარება…close

კომპანიამ მცირედი დახმარება გაუწია საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც გულსისძარღვთა დაავადების გამო გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროებოდა. აღნიშნულ დახმარებას კომპანია პერიოდულობით და შეძლებისდაგვარად ახორციელებს.

გვინდა ჯანმრთელობა ვუსურვოთ ყველას მიუხედავად მათი სოციალური მდგომარეობისა.

კვების დანამატები სპორტსმენებს

 2021-04-19

კვების დანამატები სპორტსმენებსclose

კომპანია აქტიურად არის ჩართული Covid 19 პანდემიის პირობებში სპორტსმენების მომზადების და კვების ხელშეწყობის მიზნით გამართულ აქციებში. ამ ეტაპზე დავეხმარეთ რამოდენიმე წარმატებულ სპორტსმენს რომლებსაც კვების დანამატები პაკეტი გადავეცით. BCAA, Vitamin Pack, Multi Vitamin, Glutamine და ა.შ. წარმატებებს ვუსურვებთ ამ რთულ პერიოდში

DWV-WEBINAR

 2020-07-10

DWV-WEBINARclose

7 და 18 ივნისს გერმანიის ეკონომიკური გაერთიანებისა (DWV) და Element Construction-ის ორგანიზებით ჩატარდა ორდღიანი ვებინარი თემაზე: ადამიანური რესურსების მართვა მშენებლობაში. ვებინარს უძღვებოდა სამშენებლო ჰოლდინგის - Element Construction/ALL-P Group-ის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ეკატერინე ზედელაშვილი. ვებინარის მიზანი იყო მონაწილეები საფუძვლიანად გაცნობოდნენ ადამიანური რესურსების მართვის პროცესის ძირითად პრინციპებს. ტრენინგს ესწრებოდნენ DWV-ს წევრი და არაწევრი კომპანიები. მათ შორის: Element Construction, Georgian Tourism Developement Fund, GMT Holding, Gross Energy Group LLC, ILF Consulting Engineers Georgia, Kumisi XXI, Prime Concrete.

მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა

 2020-04-20

მაღალი სოციალური პასუხისმგებლობაclose

საქართველოში კორონავისრუსის  გავრცელების პრევენციის მიზნით, მცირედი შენატანით მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციების სიას გროს ენერჯი ჯგუფიც შეუერთდა.

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

საკვები ერთგულ მეგობრებს

 2020-04-20

საკვები ერთგულ მეგობრებსclose

ამჯერად ადამიანის საუკეთესო მეგობრებს და ერთგულ ცხოველებს საკვებით გავუმასპინძლდით. მეპატრონეს გადავეცით რამოდენიმე დღის სამყოფი საკვები. კომპანია აღნიშნულ დახმარებას სისტემატიურად გაიმეორებს.

სამედიცინო კვლევა

 2020-03-18

სამედიცინო კვლევაclose

მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე კომპანია „გროს ენერჯი ჯგუფი“ დაეხმარა ქალბატონ ტ.ს. მიეღო სრულფასოვანი სამედიცინო დახმარება, კერძოდ მცირედი შესაძლებლობით დავაფინანსეთ მისი სამედიცინო კვლევა.

საქველმოქმედო საღამო

 2022-01-24

საქველმოქმედო საღამოclose

კომპანია „გროს ენერჯი ჯგუფის“ წარმომადგენლები დაესწრნენ ფონდ „ბილივის“ მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ საქველმოქმედო გალა საღამოს, რომლის მთავარი მიზანია სიღარიბისა და უთანასწორობის შემცირება, განათლების მხარდაჭერა და ინკლუზიური გარემოს შექმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, საჯარო და კერძო სექტორის ჩართვით. ჩვენი კომპანიის კონტრიბუცია მოცემულ საღამოზე მცირედი იყო, მაგრამ გვჯერა საერთო მიზნებისკენ სწრაფვის.

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ მისამართზე: http://www.believe.ge/

რ.გ. „სოხუმი“

 2020-07-30

რ.გ. „სოხუმი“close

გროს ენერჯი ჯგუფი ძალიან მცირედით დაეხმარა  2017 წელს შექმნილ, აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებით დაკომპლექტებული რაგბის გუნდ „სოხუმს“. გუნდი ვარჯიშობს ზუგდიდში და 2 წელია წარმატებით ასპარეზობს.

კომპანია იმედოვნებს რომ კვლავ შეძლებს დაეხმაროს 2007-2008 წელს დაბადებული ახალგაზრდებისგან შემდგარი გუნდს და უსურვებს წარმატებებს.

დაფინანსება ქართველ მხატვარს

 2020-07-30

დაფინანსება ქართველ მხატვარსclose

ამჯერად, კომპანია „გროს ენერჯი ჯგუფმა“ შეძლო დახმარებოდა ქართველ წარმატებულ მხატვარს. მისი ნამუშევრებისთვის რომელსაც საერთაშორისო გამოფენისთვის ამზადებდა დავუფინანსეთ ჩარჩოების დამზადება-ინსტალაციის ხარჯები. ვიმედოვნებთ მომავალშიც ხელოვნების სხვადასხვა დარგში შევიტანთ ჩვენს პატარა წვლილს.

საფეხბურთო სპორტული ღონისძიება

 2020-07-30

საფეხბურთო სპორტული ღონისძიებაclose

კომპანია „გროს ენერჯი ჯგუფმა“ მოყვარულებს შორის საფეხბურთო ტურნირი დააფინანსა. მოცემულ ღონისძიებაში სხვადასხვა ასაკის მოყვარული სპორტსმენები იღებდნენ მონაწილეობას.

შეჯიბრი სისტემატიური ხასიათის გახდება და მომავალში სხვადასხვა საინჟინრო კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას.

სამოყვარულო ტურნირი

 2020-07-30

სამოყვარულო ტურნირიclose

კომპანია „გროს ენერჯი ჯგუფმა“ მონაწილეობა მიიღო ენერგოკომპანიებს შორის 27 ივნისს გამართულ, ბოულინგისა და ბილიარდის სამოყვარულო ტურნირებში.
კომპანიის წარმოდგენილმა გუნდმა საპრიზო ადგილები მოიპოვა როგორც ბილიარდის ტურნირში ისე ბოულინგში. შესაბამისად, მათ სამახსოვრო სერთიფიკატები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

კომპანია „გროს ენერჯი ჯგუფი“ მომავალშიც მიიღებს მონაწილეობას სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში, როგორც თანამშრომელთა წახალისებისთვის ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის.

კარატეს აკადემია

 2020-07-30

კარატეს აკადემიაclose

კომპანია "გროს ენერჯი ჯგუფმა" ამჯერად კლუბი კარატეს აკადემია, სტამბულის საერთაშორისო შეკრებაზე და ოლიმპიურ სალიცენზიო ტურნირზე დააფინანსა. საქართველოს ნაკრებთან ერთად იმგზავრეს კლუბის წარჩინებულმა სპორტსმენებმა, რომლებიც სარეიტინგო ქულების მოპოვებას განაგრძობენ.

ბოქსის ტურნირი

 2020-07-30

ბოქსის ტურნირიclose

2018 წლის დეკემბრის თვეში მათე ხარაიშვილმა ბოქსის საერთაშორისო ტურნირზე ასახელა თავსი ქალაქის კლუბი და ქვეყანა. მან ბელორუსიაში გამართულ ტურნირში დამაჯერებლად გაიმარჯვა.  კომპანია გროს ენერჯი ჯგუფმა გადაწყვიტა წაეხალისებინა ახალგაზრდა სპორტსმენი და მცირედი ფინანსური დახმარება აღუქვა.

(GIS) კურსი

 2020-07-30

(GIS) კურსიclose

კომპანიისთვის ისევ და ისევ თანამშრომელთა სწავლა-განვითარება პრიორიტეტს წარმოადგენს. 2018 წლის 26 სექტემბერს დასრულდა  GIS -ის გრძელვადიანი კურსი და მონაწილეებს  შოთა ანდღულაძეს, დალი ბოლქვაძე, ლაშა ნარდაიასა და ბესიკ ჩიტაძეს გადაეცათ სერტიფიკატები. კურსი მოიცავდა შემდეგ თემებს : ზოგადი კურსი,  ArcGIS-ის გაფართოებული კურსი,საკადასტრო ნახაზები, ArcGIS 3D Analyst/ArcScene, ArcGIS Arc Hydrology, რომელსაც უძღვებოდა ბატონი ზურაბ ლაოშვილი

კარატეს აკადემია

 2020-07-30

კარატეს აკადემიაclose

გროს ენერჯი ჯგუფი გენერალური სპონსორი გახდა საქართველოს კარატე-დოს ეროვნული ფედერაციის კლუბი - კარატეს აკადემიის. აღნიშნული კლუბი ასეულ წევრს ითვლის სადაც წარმატებული და ჯანმრთელ ახალგაზრდებთან ერთად ვეტერანი სპორტსმენები ვარჯიშობენ. ამ ტაპზე კომპანიამ კლუბის წარჩინებული წევრები უზრუნველყო საჭირო სპორტული ეკიპირებით და სპორტული უნიფორმით.

Physical and financial…

 2018-09-11

Physical and financial…close

Nasdaq და Noordpool ორგანიზებულ კურსებზე „physical and financial market course“ კომპანიამ ორი თანამშრომელი გააგზავნა. აღნიშნული კურსები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის განვითარებისთვის და მოსალოდნელი ცვლელებებიდან გამომდინარე. კურსებზე ნათლად იყო განხილული ევროპული საერთო ბაზარი ელექტროენერგიით ვაჭრობის შესახებ.

სოციალური პასუხიმგებლობა

 2018-05-30

სოციალური პასუხიმგებლობაclose

კომპანიას მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობა გააჩნია, შესაბამისად ვცდილობთ შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ საზოგადოებას. ამჯერად დავეხმარეთ ბატონ ზ.გ.-ს, მართალია მცირეედით მაგრამ ვთვლით რომ კარგ მაგალითს ვაძლევთ სხვა კომპანიებს, საზოგადოებას კი იმედს.

გამწვანება ლისის ტბაზე

 2018-08-03

გამწვანება ლისის ტბაზეclose

გროს ენერჯის ჯგუფის თანამშრომლები აქტიურად ვიცავთ ბუნებას, რასაც სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებით გამოვხატავთ. ამჯერად ჩვენმა თანამშრომლება ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე კაკლის და სხვადასხვა ჯიშის ხილის ნერგები დარგეს.

საჩუქარი ლეჟავების ოჯახს

 2018-08-03

საჩუქარი ლეჟავების ოჯახსclose

კომპანია გროს ენერჯი ჯგუფი ბიზნეს საქმიანობასთან ერთად არასოდეს არ ივიწყებს იმ პასუხისმგებლობას, რაც მას გააჩნია საზოგადოების მიმართ. კომპანია არ არღვევს ტრადიციასა და ამჯერად უკვე ლეჟავების მრავალშვილიან ოჯახს ტკბილეულითა და საჩუქრებით ულოცავს ახალი წელს.

ტრენინგები და კურსები

 2018-08-06

ტრენინგები და კურსებიclose

კომპანია „გროს ენერჯი ჯგუფი“ ერთ-ერთი ლიდერია თავის სფეროში,რომელიც ცდილობს ასევე მოწინავე პოზიცია დაიკავოს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის კუთხითაც.

სწორედ ამიტომ პრიორიტეტს წარმოადგენს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კეთილდღეობაზე ზრუნვა. განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა 2017 წელი, ოცდაათმა თანამშრომელმა(დასაქმებულთა 40%) მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა სასწავლო კურსში:პირველადი გადაუდებელი დახმარება(Red Cross Georgia), შრომის უსაფრთხოება (კავკასიის უნივერსიტეტი), GIS, AutoCad Civil, ცვლილებები საქართველოს შრომის კოდექსში(GEA) და უცხო ენა.

ინგლისური ენის კურსებს კომპანია სთავაზობს თავის თანამშრომლებს სრულიად უფასოდ კვირაში 2-ჯერ,ყოველი დონის დაძლევის შემდეგ მონაწილეები გამოცდას აბარებენ ბრიტანეთის საბჭოებში საერთაშორისო სერტიფიკატის მისაღებად. გამოცდის საფასური იფარება კომპანიის მხრიდან.
ამჯერად ჩვენმა თანამშრომლება:ზაზა ნანაძემ, გოჩა ლაგვილავამ და ჰენრი ვეკუამ წარმატებით ჩააბარეს British Council-ის მიერ ორგანიზებული პირველი დონის (KET) გამოცდა.

ასევე კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე დიდი ყურადღება ექცევა შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვასა და თანამშრომლებში ამ კუთხით ცნობიერების ამაღლებას.ზურაბ ტვილდიანმა და ირაკლი გრიგალაშვილმა გაიარეს კავკასიის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული 2 თვიანი სასწავლო კურსი შრომის უსაფრთხოებაში, ხოლო კურსის ბოლოს წარმატებით ჩააბარეს გამოცდა.

"გროს ენერჯი ჯგუფი" განაგრძობს სწავლებების სერიას და შემდგომში უფრო მეტ სასწავლო კურსს შესთავაზებს თავის თანამშრომლებს.

ტრენინგი

 2017-10-23

ტრენინგიclose

კომპანია „გროს ენერჯი ჯგუფი“ აგრძელებს უსაფრთხოების ნორმების სტანდარტების ამაღლებას, ამჯერად იმ თანამშრომლებს რომლებსაც ხშირად უწევთ საველე სამუშოების შესრულება, ჩაუტარდათ „პირველადი გადაუდებელი დახმარების“ ტრენინგი.
აღნიშნულ კურსს უძღვებოდა  წითელი ჯვრის  წარმომადგენელი თეიკო ჩიკვილაძე.
მონაწილეები აქტიურად ჩაერთვნენ სწავლების პროცესში, თითოეულმა მათგანმა აღნიშნა, რომ მათთვის მნიშვნელოვანია აღნიშნული კურსის გავლა.

ლიტერატურა ეკლესიისათვის

 2018-08-03

ლიტერატურა ეკლესიისათვისclose

„გროს ენერჯი ჯგუფმა“ შეიძინა  სხვადასხვა სახის ლიტერატურული კრებული ინგლისურ ენაზე და კომპანია იმედს იტოვებს, რომ მსგავსი წიგნები ქართულ ენაზეც ითარგმნება უახლოეს მომავალში. ამჯერად მოცემული წიგნები გადაეცემა გურიის რაიონის სოფელ ჩოხატაურში არსებულ ეკლესიას. სამომავლოდ,  კომპანია გეგმავს აქტიურად ჩაერთოს საგანმანათლებლო საქმიანობაში, ასევე მიიღოს მსგავსი ტიპის წიგნების ქართულ ენაზე თარგმნაში მონაწილეობა.

#ათვლაიწყებაერთით

 2018-08-06

#ათვლაიწყებაერთითclose

„გროს ენერჯი ჯგუფი“ ჩაერთო საქველმოქმედო აქციაში Charity Fundraiser #ათვლაიწყებაერთით, რომელიც CSE- საზოგადოებრივი თანასწორობის ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული. კომპანია მართალია მცირედით დაეხმარა ოჯახური ძალადობის მსხვერპლს მაგრამ ვთვლით, რომ კარგი მაგალითია სხვა ქართული კომპანიებისთვის. ზღვა ხომ წყლის წვეთებისგან შედგება.

ბავშვთა დაცვის დღე

 2018-08-06

ბავშვთა დაცვის დღეclose

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქ. თელავში ვესტუმრეთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს გასართობი პროგრამითა და საჩუქრებით. პატარებს მივულოცეთ მათი დღე.

ხიდი ძამას ხეობაში

 2017-05-24

ხიდი ძამას ხეობაშიclose

კიდევ ერთი წარმატებული სოციალური პროექტი გროს ენერჯი ჯგუფისგან. ქარელთან ახლოს მდებარე სოფელში, მდინარე ძამას ხეობაში, სადაც მოსახლეობა აქტიურად არის მიწადმოქმედებით დაკავებული, დამონტაჟდა ხიდი. ადგილობრივ მოსახლეობას გაუმარტივდა ნაკვეთებთან მისვლა, ხოლო მდინარის შესწავლის მიზნით კომპანიამ დაამონტაჟა Seba-ს წარმოების ჰიდრომეტრული საზომი.

გაცვალე მაკულატურა ლიტერატურაზე

 2018-08-06

გაცვალე მაკულატურა ლიტერატურაზეclose

შპს „გროს ენერჯი ჯგუფი“ აანალიზებს რამდენად მნიშვნელოვანია ეკოლოგიური გარემო მსოფლიოსთვის. კომპანიის თანამშრომლები აქტიურად არინ ჩართულები ბუნების დაცვის საკითხებში.კომპანიამ შეაგროვა მაკულატურა და ჩააბარა კომპანია www.makuliteratura.ge -ს, მაკულატურის სანაცვლოდ მივიღეთ ქულების დაგროვებითი ბარათი და შევუერთდით კამპანიას ''გაცვალე მაკულატურა ლიტერატურაზე''.

ცისიას საჩუქრები

 2018-08-06

ცისიას საჩუქრებიclose

29 დეკემბერს, შპს ,, გროს ენერჯი ჯგუფი” კვლავ ქველმოქმედებაში ჩაება, ამჯერად 6 წლის ცისიას საახალწლო სურვილები აუსრულა და საჩუქრები გადასცა. კომპანია უსურვებს ბედნიერ ახალწელსa და  სურვილების ასრულებას.

ბათუმის ღია ჩემპიონატი

 2018-08-03

ბათუმის ღია ჩემპიონატიclose

კომპანია „გროს ენერჯი ჯგუფი“ აქტიურად ასპონსორებს ქართულ სპორტს, ამჯერად წარმატებული ქართველი კარატისტი ნიკა ჩხაიძე დაასპონსორა და უზრუნველყო მისი გამოსვლა ბათუმის ღია ჩემპიონატზე. ნიკამ გაამართლა კომპანიის იმედები და პირველი ადგილი მოიპოვა. კომპანიის დირექტორი ბატონი ანგული ტყებუჩავა და მთელი კოლექტივი ულოცავს მას ამ ბრწყინვალე გამარჯვებას.

დრიფტის ჩემპიონატი

 2018-08-06

დრიფტის ჩემპიონატიclose

კომპანია "გროსს ენერჯი ჯგუფმა" ავტომრბოლელი ზაზა ნანაძე დაასპონსორა.ზაზა ახალგაზრდა ავტომრბოლელია, რომელიც  წარმატებით ასპარეზობს საქართველოს ჩემპიონატებზე. კომპანია წარმატებას უსურვებ მიმდინარე სეზონში ბატონ ზაზას და იმედოვნებს, რომ ჩვენი მცირედი ხელშეწყობით ის დიდ წარმატებას მიაღწევს აღნიშნულ სფეროში.

სადილი ყველას

 2018-08-06

სადილი ყველასclose

კომპანია „გროს ენერგი ჯგუფი“ ჩაერთო კათარზისის პროექტში „სადილი ყველას“. შესაბამისად მოუწოდებს სხვა ქართულ კომპანიებსაც დაეხმარონ საქართველოს მოსახელობას. პროექტი ხორციელდება 2002 წლიდან და აქციის დღეს უმასპინძლდება ყველას, ვინც ეწვევა მათ: ხანდაზმულებს, დევნილებს, მარტოხელებს, ე.წ. ''ქუჩის ბავშვებს''და ა.შ. თითოეულ აქციაზე 2000-მდე ადამიანი მიდის. დღემდე ჩატარებულია ასეთი 70 აქცია