კომპანია „გროს ენერჯი“ დაფუძნდა 2007 წელს, ხოლო 2009 წლიდან ფუნქციონირებს შპს „გროს ენერჯი ჯგუფი“-ს სახელით. კომპანიის მენეჯმენტს წარმოადგენენ წარმატებული ბიზნეს ლიდერები, აღიარებული ინჟინერ-მშენებლები და იურისტები. გუნდის შემადგენლობაში გაერთიანებული არიან სამეცნიერო, საძიებო-კვლევითი, სამშენებლო, ზედამხედველობის და კონტროლის ხანგრძლივი, წარმატებული, საერთაშორისო დონეზე აღიარებული გამოცდილების მქონე ექსპერტები და სპეციალისტები. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა საინჟინრო-საკონსულტაციო მომსახურება, რაც ითვალისწინებს ნებისმიერი პროექტის დამუშავებას კონცეპტუალური ეტაპიდან ექსპლუატაციაში მიღებამდე; მომსახურება ითვალისწინებს როგორც ტექნიკურ მხარეს, ასევე იურიდიულ მხარეს, რაც გულისხმობს ნებართვების და ლიცენზირების ეტაპებზე სრულ მომსახურებას. კომპანიას ასევე აქვს შესაძლებლობა შეასრულოს ჰიდროლოგიური, გეოდეზიური, გეოფიზიკური, გეოლოგიური საველე კვლევები და მომხმარებელს მიაწოდოს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი პროდუქტი. მიმდინარე საბაზრო მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანიამ გააფართოვა მომსახურების არეალი და უკვე წარმატებით დაასრულა რამოდენიმე ქარის სადგურის პროექტირება, ისევე როგორც დაიწყო მუშაობა მზის ელექტროსადგურებზე. გარდა ამისა, კომპანიამ წლების განმავლობაში საკმაოდ დიდი გამოცდილება დააგროვა გარემოსა და სოციალური საკითხების კუთხით, რამაც განაპირობა ამ დარგის უფრო ფართოდ განვითარება და უკვე, უცხოელ პარტნიორებთან ერთად კლიენტებს სთავაზობს საერთაშორისო დონის მომსახურებას გარემოზე ზემოქმედების შეფასების და სოციალური მიმართულებით სხვადასხვა მომსახურებებს. შპს „გროს ენერჯი ჯგუფი“ ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა ადგილობრივ ბაზარზე და უახლოეს მომავალში გეგმავს საერთაშორისო ბაზარზე გასვლას.
მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ ან გადმოწეროთ კომპანიის საპრეზენტაციო ფაილი : Gegroup - პრეზენტაცია
ენერგეტიკული დარგის კომპლექსური შეფასებისა და განვითარების მრავალმხრივი შესწავლა, მისი გავლენის შეფასება ეკონომიკაზე, გარემო და სოციალურ სფეროებზე.
დარგის ტექნოლოგიური ასპექტების გათვალისწინებით მშენებლობის, მისი მართვის და ფინანსირების სისტემების შემუშავება, როგორც ცალკეული ობიექტების, ასევე მთლიანად დარგის სიცოცხლისუნარიანობის და ფუნქციონირების ხანგრძლივობის გამოსავლენად.
დარგის ფუნქციონალური და დამხმარე ობიექტების საპროექტო და ნორმატიული დოკუმენტაციის შემუშავება - ტექნიკური, კომერციული, ფინანსური, ეკოლოგიური, ორგანიზაციული, სოციალური კრიტერიუმების გათვალისწინებით და მიღებული შედეგების ადაპტირება საბაზრო ეკონომიკის პირობებისათვის.
საგანგებო სიტუაციების მოსალოდნელი განვითარების აღკვეთის ან შედეგების შერბილების ღონისძიებების საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის დოკუმენტაციის შემუშავება და ექსპერტიზა.
საინჟინრო-საკონსულტაციო და მეთოდოლოგიური მუშაობა, საინვესტიციო პროექტებისა და ბიზნეს გეგმების შემუშავება. ჰიდროტექნიკური, ჰიდროენერგეტიკული და წყალსამეურნეო ობიექტების მშენებლობისათვის.
სოციალურ-ეკონომიკური და ფინანსური რისკების შეფასება და სადაზღვევო მექანიზმის შემუშავება.
პროექტების ინვესტირების წყაროების მოძიება, თანამშრომლობა შიდა და საერთაშორისო ფინანსურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან.
კომპანია ასევე მიისწრაფვის განახორციელოს კანონით ნებადართული ნებისმიერი საქმიანობა საზოგადოების მიზნებისა და ინტერესების სფეროს გასაფართოებლად.