კომპანია სილქ დეველოპმენტი აგრძელებს მის საკუთრებაში არსებულ ისტორიული შენობა ნაგებობის რეაბილიტაცია რეკონსტრუქციის პროექტს. სწორედ ამ მიზნით წინა საკვლევ ეტაპზე გაფორმდა ხელშეკრულება კომპანია გროს ენერჯი ჯგუფსა და სილქ დეველოპმენტს შორის. მეტად საინტერესო და ხალისიანია ისტორიული შენობა ნაგებობის აღდგენა რეაბილიტაციაზე მუშაობა, ხელშეკრულების ფარგლებში ჩვენმა სპეციალისტებმა შეასრულეს, 3 ჰა ტერიტორიის შიდა სკანირება და აგეგმვა, 3D მოდელის შექმნა და სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიების თუ პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით არსებული ნაგებობის სრული სივრცული მოდელის შექმნა. ასევე შესწავლილ იქნა შენობა ნაგებობის კონსტრუქციული მდგრადობა.
მადლობა გვინდა გადავუხადოთ დამკვეთს ნდობისთვის და თანამშრომლებს სამუშაოს ხარისხიანად შესრულებისთვის.