გროს ენერჯი ჯგუფი

საინჟინრო საკონსულტაციო კომპანია

დაბალი სიმკვრივის ამონიუმის ნიტრატის სასაწყობე ნაგებობის დეტალურ დიზაინი
 2026-04-20
 

პროექტი შემუშავებულია სს „INDORAMA RUSTAVI AZOT“-ის დაკვეთით და წარმოადგენს დაბალი სიმკვრივის ამონიუმის ნიტრატის სასაწყობე ნაგებობის დეტალურ დიზაინს, რომელიც მდებარეობს ყოფილი აზოტის ქარხნის ტერიტორიაზე, ქ. რუსთავში, (საქართველო). 

 

სასაწყობე ნაგებობა შედგება ორი ნაწილისაგან:

1. გადახურული სარკინიგზო გასასვლელი პლატფორმით — ზომებით 11.3 × 127.04 მ და სიმაღლით H = 10.5 მ. ნიშნულზე +8.30 მ სადაც გათვალისწინებულია 5 ტ ტვირთამწეობის ხიდური ამწის ექსპლუატაცია.

2. სასაწყობე შენობა — ზომებით 60 × 127.04 მ და სიმაღლით 8.02 მ სახურავის ფერმების ქვედა ნიშნულამდე.

 

შენობის სასაწყობო და გადახურული სარკინიგზო სივრცე ერთიანობაში შეადგენს 9,300 მ²-ს. აღნიშნული შენობის აშენება მიმდინარე წელს არის დაგეგმილი. მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენ თანამშრომლებს და ყველა ჩართულ პირს, განსაკუთრებით მეგი ბოლქვაძეს.