გროს ენერჯი ჯგუფი

საინჟინრო საკონსულტაციო კომპანია

ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია
 2025-10-08
 

საქართველოს მელიორაციის დაკვეთით, შევასრულეთ ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის სათავე კვანძის რეაბილიტაციის პროექტი. პროექტირების დროს მიღებულ იქნა თანამედროვე და ინოვაციური ტიპის გადაწყვეტილებები.შევასრულეთ სხვადასხვა სახის საველე კვლევები: ტოპოგრაფია, გეოლოგია, გეოფიზიკა, ბათიმეტრია, ჰიდროგეოლოგია, ტაქსაცია. ყოველივე ამის შემდეგ მომზადდა დეტალური დიზაინი რომელიც ითვალისწინებს, არსებული გამრეცხი ფარების რეაბილიტაციას და დამატებით 2 ცალი 10 მეტრიანი გამრეცხი ფარების მოწყობას, ძირულის და ფლუტბერტის რეაბილიტაციას. ასევე რეაბილიტაციას ექვემდებარება დამატებითი წყალმიმღები კვანძი, რომელიც მუდმივად უზრუნველყოფს სხვადასხვა მიზნით არხში 14 მ3 წყლის გატარებას. ეკოლოგიური თვალსაზრისით აღნიშნულ ჰიდროტექნიკურ ნაგებობას დაემატება თევზსავალი.