გროს ენერჯი ჯგუფი

საინჟინრო საკონსულტაციო კომპანია

სოფელი ბანოჯას წყალმომარაგების პროექტი
 2024-03-21
 

დავასრულეთ სოფელ ბანოჯას წყალმომარაგების პროექტი, აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს 950 აბონენტის მუდმივ წყალმომარაგებას.

პროექტის ფარგლებში შესრულებული იქნა ბანოჯას მუნიციპალიტეტის ტოპოგრაფიული, გეოლოგიური, ჰიდროლოგიური, ჰიდრავლიკური კვლევები რის საფუძველზეც მიღებულ იქნა რიგი საინჟინრო გადაწყვეტილებები. წყალ აღების წერტილი არის ქალაქ ქუთაისის მკვებავი მაგისტრალი საიდანაც წყალი მიეწოდება 2 რეზერვუარის და ნაწილდება აბონენტებზე. აღნიშნული პროექტს კომპანია „ერისიმედი“ ასრულებს, რომელმაც პროექტი მშენებლობა პროექტირების ფარგლებში მოიგო, დამკვეთი კი საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია გახლავთ.