გზაგამტარების ფილტრაცია
2022-08-04
საქართველოს მელიორაციის დაკვეთით დავამთავრეთ ახმეტის მუნიციპალიტეტში ზემო ალაზნის მაგისტრალურ არხზე სოფელ საკობიანო, ბაყილოვანი და მატანის მონაკვეთზე არსებული გზაგამტარების ფილტრაციის საწინააღმდეგო ღონისძიებების დეტალური საინჟინრო პროექტის შექმნა. პროექტი ითვალისწინებს 3 გზაგამტარის რეაბილიტაციას ხოლო 1 გზაგამტარის ახლით ჩანაცვლებას. ასევე აღდგება პროექტის არეალში დაზიანებული ზემო ალაზნის მაგისტრალური არხი.