გროს ენერჯი ჯგუფი

საინჟინრო საკონსულტაციო კომპანია

ქვემო სამგორის G42 გამანაწილებლის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის პროექტი
 2022-03-22
 დავასრულეთ ურთულესი პროექტი ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის G42 გამანაწილებელი ქსელის აღდგენა რეაბილიტაციის პროექტირება. საპროექტო სამუშაოები 2 წელი მიმდინარეობდა და კომპანიამ შეძლო სოფელ მელაანში გაეხსნა თავისი საველე ოფისი. პროექტი ითვალისწინებს 17 კმ ძირითადი არხის და 50 კმ გამანაწილებელი ქსელის, რამდენიმე აკვედუკის, 3 დიუკერის და სხვა ჰიდროსამელიორაციო ნაგებობების მოწყობას.

პროექტირების მეორე ფაზაზე ასევე კომპანია RUBICON Water-ის დახმარებით მომზადდა მოცემული სამელიორაციო ქსელის სრული ავტომატიზაციის პროექტი, დიდ მადლობას ვუხდით კომპანია RUBICON-ს დახმარებისთვის და მხარდაჭერისთვის. 

აღნიშნული სარწყავი სისტემა საშუალებას მიცემს გაუმჯობესებულად მიაწოდონ წყალი არსებულ მომხმარებლებს, ხოლო დამატებით ათასობით ჰექტარი გახდება მორწყვადი.

მოცემული პროექტის შესრულებისას მჭიდრო ურთიერთობა და მხარდაჭერა გამოგვიცხადა  დამკვეთმა - შპს საქართველოს მელიორაციამ, ადგილობრივი სერვის ცენტრის მაღალმა კვალიფიკაციამ და ზუსტ ტექნიკურმა დავალებამ გაადვილა სამუშაოს წარმოება. პროფესიონალური მიდგომით და ტექნიკური საკითხების დეტალური განხილვების შემდეგ პროექტი სრულყოფილად დამუშავდა და ჩაბარდა დამკვეთს. კიდევ ერთხელ ვუხდით შპს საქართველოს მელიორაციას მადლობას და ვუსურვებთ წარმატებას.