გროს ენერჯი ჯგუფი

საინჟინრო საკონსულტაციო კომპანია

ბათიმეტრიული კვლევა და ჰიდროტექნიკური ინტერპრეტაციის შემუშავება
 2022-01-21
 კომპანია „ენერგო პრო გენერაციის“ დაკვეთით დავასრულეთ საველე კვლევები, რომელიც მოიცავდა ლაჯანურის, გუმათის, ჩითახევის, ზემოავჭალის, ორთაჭალის ჰიდროელექტროსადგურების ბათიმეტრიულ კვლევას და ჰიდროტექნიკური ინტერპრეტაციის შემუშავებას.

აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში კომპანიის სპეციალისტებმა უსაფრთხოების ნორმების დაცვით და წინასწარ შეთანხმებული სტანდარტებით შეასრულეს გეოდეზიური-ბათიმეტრიული სამუშაოები კაშხლის ქვედა ბიეფის კვლევის მიზნით. მოცემული მასალა დამუშავებულ იქნა სხვადასხვა მეთოდებით სადაც შესაბამისად აღიწერა და გამოჩნდა ნაგებობის მდგომარეობა.