flag

გროს ენერჯი ჯგუფი

საინჟინრო საკონსულტაციო კომპანია

სოციალური სამსახური

  • ყველა
  • ქველმოქმედება
  • სპორტი
  • განათლება
  • სხვა
გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემების…

 2018-10-04

გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემების…close

კომპანიისთვის ისევ და ისევ თანამშრომელთა სწავლა-განვითარება პრიორიტეტს წარმოადგენს. 2018 წლის 26 სექტემბერს დასრულდა  GIS -ის გრძელვადიანი კურსი და მონაწილეებს  შოთა ანდღულაძეს, დალი ბოლქვაძე, ლაშა ნარდაიასა და ბესიკ ჩიტაძეს გადაეცათ სერტიფიკატები. კურსი მოიცავდა შემდეგ თემებს : ზოგადი კურსი,  ArcGIS-ის გაფართოებული კურსი,საკადასტრო ნახაზები, ArcGIS 3D Analyst/ArcScene, ArcGIS Arc Hydrology, რომელსაც უძღვებოდა ბატონი ზურაბ ლაოშვილი

კარატეს აკადემია

 2018-09-11

კარატეს აკადემიაclose

გროს ენერჯი ჯგუფი გენერალური სპონსორი გახდა საქართველოს კარატე-დოს ეროვნული ფედერაციის კლუბი - კარატეს აკადემიის. აღნიშნული კლუბი ასეულ წევრს ითვლის სადაც წარმატებული და ჯანმრთელ ახალგაზრდებთან ერთად ვეტერანი სპორტსმენები ვარჯიშობენ. ამ ტაპზე კომპანიამ კლუბის წარჩინებული წევრები უზრუნველყო საჭირო სპორტული ეკიპირებით და სპორტული უნიფორმით.

Physical and financial…

 2018-09-11

Physical and financial…close

Nasdaq და Noordpool ორგანიზებულ კურსებზე „physical and financial market course“ კომპანიამ ორი თანამშრომელი გააგზავნა. აღნიშნული კურსები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის განვითარებისთვის და მოსალოდნელი ცვლელებებიდან გამომდინარე. კურსებზე ნათლად იყო განხილული ევროპული საერთო ბაზარი ელექტროენერგიით ვაჭრობის შესახებ.

სოციალური პასუხიმგებლობა

 2018-05-30

სოციალური პასუხიმგებლობაclose

კომპანიას მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობა გააჩნია, შესაბამისად ვცდილობთ შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ საზოგადოებას. ამჯერად დავეხმარეთ ბატონ ზ.გ.-ს, მართალია მცირეედით მაგრამ ვთვლით რომ კარგ მაგალითს ვაძლევთ სხვა კომპანიებს, საზოგადოებას კი იმედს.

გამწვანება ლისის ტბაზე

 2018-08-03

გამწვანება ლისის ტბაზეclose

გროს ენერჯის ჯგუფის თანამშრომლები აქტიურად ვიცავთ ბუნებას, რასაც სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებით გამოვხატავთ. ამჯერად ჩვენმა თანამშრომლება ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე კაკლის და სხვადასხვა ჯიშის ხილის ნერგები დარგეს.

საჩუქარი ლეჟავების ოჯახს

 2018-08-03

საჩუქარი ლეჟავების ოჯახსclose

კომპანია გროს ენერჯი ჯგუფი ბიზნეს საქმიანობასთან ერთად არასოდეს არ ივიწყებს იმ პასუხისმგებლობას, რაც მას გააჩნია საზოგადოების მიმართ. კომპანია არ არღვევს ტრადიციასა და ამჯერად უკვე ლეჟავების მრავალშვილიან ოჯახს ტკბილეულითა და საჩუქრებით ულოცავს ახალი წელს.

ტრენინგები და კურსები

 2018-08-06

ტრენინგები და კურსებიclose

კომპანია „გროს ენერჯი ჯგუფი“ ერთ-ერთი ლიდერია თავის სფეროში,რომელიც ცდილობს ასევე მოწინავე პოზიცია დაიკავოს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის კუთხითაც.

სწორედ ამიტომ პრიორიტეტს წარმოადგენს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კეთილდღეობაზე ზრუნვა. განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა 2017 წელი, ოცდაათმა თანამშრომელმა(დასაქმებულთა 40%) მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა სასწავლო კურსში:პირველადი გადაუდებელი დახმარება(Red Cross Georgia), შრომის უსაფრთხოება (კავკასიის უნივერსიტეტი), GIS, AutoCad Civil, ცვლილებები საქართველოს შრომის კოდექსში(GEA) და უცხო ენა.

ინგლისური ენის კურსებს კომპანია სთავაზობს თავის თანამშრომლებს სრულიად უფასოდ კვირაში 2-ჯერ,ყოველი დონის დაძლევის შემდეგ მონაწილეები გამოცდას აბარებენ ბრიტანეთის საბჭოებში საერთაშორისო სერტიფიკატის მისაღებად. გამოცდის საფასური იფარება კომპანიის მხრიდან.
ამჯერად ჩვენმა თანამშრომლება:ზაზა ნანაძემ, გოჩა ლაგვილავამ და ჰენრი ვეკუამ წარმატებით ჩააბარეს British Council-ის მიერ ორგანიზებული პირველი დონის (KET) გამოცდა.

ასევე კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე დიდი ყურადღება ექცევა შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვასა და თანამშრომლებში ამ კუთხით ცნობიერების ამაღლებას.ზურაბ ტვილდიანმა და ირაკლი გრიგალაშვილმა გაიარეს კავკასიის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული 2 თვიანი სასწავლო კურსი შრომის უსაფრთხოებაში, ხოლო კურსის ბოლოს წარმატებით ჩააბარეს გამოცდა.

"გროს ენერჯი ჯგუფი" განაგრძობს სწავლებების სერიას და შემდგომში უფრო მეტ სასწავლო კურსს შესთავაზებს თავის თანამშრომლებს.

ტრენინგი

 2017-10-23

ტრენინგიclose

კომპანია „გროს ენერჯი ჯგუფი“ აგრძელებს უსაფრთხოების ნორმების სტანდარტების ამაღლებას, ამჯერად იმ თანამშრომლებს რომლებსაც ხშირად უწევთ საველე სამუშოების შესრულება, ჩაუტარდათ „პირველადი გადაუდებელი დახმარების“ ტრენინგი.
აღნიშნულ კურსს უძღვებოდა  წითელი ჯვრის  წარმომადგენელი თეიკო ჩიკვილაძე.
მონაწილეები აქტიურად ჩაერთვნენ სწავლების პროცესში, თითოეულმა მათგანმა აღნიშნა, რომ მათთვის მნიშვნელოვანია აღნიშნული კურსის გავლა.

ლიტერატურა ეკლესიისათვის

 2018-08-03

ლიტერატურა ეკლესიისათვისclose

„გროს ენერჯი ჯგუფმა“ შეიძინა  სხვადასხვა სახის ლიტერატურული კრებული ინგლისურ ენაზე და კომპანია იმედს იტოვებს, რომ მსგავსი წიგნები ქართულ ენაზეც ითარგმნება უახლოეს მომავალში. ამჯერად მოცემული წიგნები გადაეცემა გურიის რაიონის სოფელ ჩოხატაურში არსებულ ეკლესიას. სამომავლოდ,  კომპანია გეგმავს აქტიურად ჩაერთოს საგანმანათლებლო საქმიანობაში, ასევე მიიღოს მსგავსი ტიპის წიგნების ქართულ ენაზე თარგმნაში მონაწილეობა.

#ათვლაიწყებაერთით

 2018-08-06

#ათვლაიწყებაერთითclose

„გროს ენერჯი ჯგუფი“ ჩაერთო საქველმოქმედო აქციაში Charity Fundraiser #ათვლაიწყებაერთით, რომელიც CSE- საზოგადოებრივი თანასწორობის ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული. კომპანია მართალია მცირედით დაეხმარა ოჯახური ძალადობის მსხვერპლს მაგრამ ვთვლით, რომ კარგი მაგალითია სხვა ქართული კომპანიებისთვის. ზღვა ხომ წყლის წვეთებისგან შედგება.

ბავშვთა დაცვის დღე

 2018-08-06

ბავშვთა დაცვის დღეclose

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქ. თელავში ვესტუმრეთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს გასართობი პროგრამითა და საჩუქრებით. პატარებს მივულოცეთ მათი დღე.

ხიდი ძამას ხეობაში

 2017-05-24

ხიდი ძამას ხეობაშიclose

კიდევ ერთი წარმატებული სოციალური პროექტი გროს ენერჯი ჯგუფისგან. ქარელთან ახლოს მდებარე სოფელში, მდინარე ძამას ხეობაში, სადაც მოსახლეობა აქტიურად არის მიწადმოქმედებით დაკავებული, დამონტაჟდა ხიდი. ადგილობრივ მოსახლეობას გაუმარტივდა ნაკვეთებთან მისვლა, ხოლო მდინარის შესწავლის მიზნით კომპანიამ დაამონტაჟა Seba-ს წარმოების ჰიდრომეტრული საზომი.

გაცვალე მაკულატურა ლიტერატურაზე

 2018-08-06

გაცვალე მაკულატურა ლიტერატურაზეclose

შპს „გროს ენერჯი ჯგუფი“ აანალიზებს რამდენად მნიშვნელოვანია ეკოლოგიური გარემო მსოფლიოსთვის. კომპანიის თანამშრომლები აქტიურად არინ ჩართულები ბუნების დაცვის საკითხებში.კომპანიამ შეაგროვა მაკულატურა და ჩააბარა კომპანია www.makuliteratura.ge -ს, მაკულატურის სანაცვლოდ მივიღეთ ქულების დაგროვებითი ბარათი და შევუერთდით კამპანიას ''გაცვალე მაკულატურა ლიტერატურაზე''.

ცისიას საჩუქრები

 2018-08-06

ცისიას საჩუქრებიclose

29 დეკემბერს, შპს ,, გროს ენერჯი ჯგუფი” კვლავ ქველმოქმედებაში ჩაება, ამჯერად 6 წლის ცისიას საახალწლო სურვილები აუსრულა და საჩუქრები გადასცა. კომპანია უსურვებს ბედნიერ ახალწელსa და  სურვილების ასრულებას.

ბათუმის ღია ჩემპიონატი

 2018-08-03

ბათუმის ღია ჩემპიონატიclose

კომპანია „გროს ენერჯი ჯგუფი“ აქტიურად ასპონსორებს ქართულ სპორტს, ამჯერად წარმატებული ქართველი კარატისტი ნიკა ჩხაიძე დაასპონსორა და უზრუნველყო მისი გამოსვლა ბათუმის ღია ჩემპიონატზე. ნიკამ გაამართლა კომპანიის იმედები და პირველი ადგილი მოიპოვა. კომპანიის დირექტორი ბატონი ანგული ტყებუჩავა და მთელი კოლექტივი ულოცავს მას ამ ბრწყინვალე გამარჯვებას.

დრიფტის ჩემპიონატი

 2018-08-06

დრიფტის ჩემპიონატიclose

კომპანია "გროსს ენერჯი ჯგუფმა" ავტომრბოლელი ზაზა ნანაძე დაასპონსორა.ზაზა ახალგაზრდა ავტომრბოლელია, რომელიც  წარმატებით ასპარეზობს საქართველოს ჩემპიონატებზე. კომპანია წარმატებას უსურვებ მიმდინარე სეზონში ბატონ ზაზას და იმედოვნებს, რომ ჩვენი მცირედი ხელშეწყობით ის დიდ წარმატებას მიაღწევს აღნიშნულ სფეროში.

სადილი ყველას

 2018-08-06

სადილი ყველასclose

კომპანია „გროს ენერგი ჯგუფი“ ჩაერთო კათარზისის პროექტში „სადილი ყველას“. შესაბამისად მოუწოდებს სხვა ქართულ კომპანიებსაც დაეხმარონ საქართველოს მოსახელობას. პროექტი ხორციელდება 2002 წლიდან და აქციის დღეს უმასპინძლდება ყველას, ვინც ეწვევა მათ: ხანდაზმულებს, დევნილებს, მარტოხელებს, ე.წ. ''ქუჩის ბავშვებს''და ა.შ. თითოეულ აქციაზე 2000-მდე ადამიანი მიდის. დღემდე ჩატარებულია ასეთი 70 აქცია