flag

გროს ენერჯი ჯგუფი

საინჟინრო საკონსულტაციო კომპანია

სერვისები

კომპანია გროს ენერჯი ჯგუფი ეწევა საკონსულტაციო საქმიანობას სხვადასხვა სფეროში.
ძირითადი მიმართულებაა ჰიდროელექტროსადგურების პროექტირება და მასთან დაკავშირებული საქმიანობა სხვადასხვა ეტაპებზე. სერვისები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

  • check_circleტოპოგრაფია და გეოლოგია

    ტოპოგრაფია — გეოდეზიიის დარგი, რომლის ამოცანას შეადგენს კარტოგრაფიის უზრუნველყოფა მაღალი სიზუსტის გეოდეზიური საფუძვლის ბაზაზე შექმნილი მსხვილმასშტაბიანი რუკებით; იმავე ბაზაზე საკუთარი საყრდენი საფუძვლის შექმნა შედარებით მცირე სივრცეებისათვის; ადგილის აგეგმვა; განაზომთა მათემატიკური დამუშავება გამონათვალთა გრაფიკულად გამოხაზვა ტოპოგრაფიული რუკებისა და გეგმების სახით. ტოპოგრაფია შეისწავლის აგრეთვე ტოპოგრაფიული რუკების დახაზვის მეთოდებს. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ ბმული (www.topo.ge)

  • check_circleკლიმატი და ჰიდროლოგია

    2

  • check_circleინფრასტრუქტურის განვითარება

    2

  • check_circleგარემოზე ზემოქმედების შეფასება და სოციალური რისკები

    1

  • check_circleეკონომიკური ანალიზი

    1

  • check_circleსეისმური რისკების ანალიზი

    1

  • check_circleალტერნატივების ანალიზი

    1

  • check_circleგენერაცია

    1

  • check_circleსამუშაოთა მოცულობები

    1

  • check_circleფინანსური ანალიზი

    2

  • check_circleსამშენებლო მასალების კვლევა

    1

  • check_circleჰიდრავლიკური და ტექნიკური დიზაინი

    1

  • check_circleგადამცემი ხაზები და ელექტროენერგიის ევაკუაცია

    1

  • check_circleმშენებლობის ორგანიზება

    1

  • check_circleშესყიდვების დაგეგმვა

    1

დამატებითი სერვისები

    საძიებო გეოფიზიკა

  • check_circleიხილეთ განმარტება
    საძიებო გეოფიზიკა წარმოადგენს მეცნიერებათა კომპლექსს, რომლითაც შესაძლებელია ფიზიკური მეთოდებით დედამიწის ქერქის აგებულების შესწავლა.

    კომპანია ახორციელებს გეოფიზიკურ კვლევებს სასარგებლო წიაღისეულის დასაძიებლად, საინჟინრო-გეოლოგიური, გეოტექნიკური საკითხებისა (ამოცანების) და ეკოლოგიური პრობლემების გადასაწყვეტად სხვადასხვა სირთულის გეოლოგიურ და გეოგრაფიულ პირობებში.

    გეოფიზიკური კვლევები შესაძლებელია ეფექტურად იქნას გამოვიყენებული სხვადასხვა სახის ობიექტების პროქტირების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროცესში.     


    გეოფიზიკური კვლევების უპირატესობაა:

    სამუშაოების ჩატარება საკვლევი გარემოს ფიზიკური ცვლილების (დაზიანება) გარეშე
    სამუშაოების უმოკლეს ვადებში განხორციელება და მაღალი წარმადობა
    შესაძლებლობას იძლევა აიგოს შესწავლილი გარემოს უწყვეტი ჭრილები
    უზრუნველყოფს მნიშვნელოვნად შემცირდეს ბურღვითი და სხვა სახის (სამთო გამონამუშევრები) სამუშაოები



    ძირითადი საკვლევი ობიექტებია:

    საავტომობილო გზები, ხიდები, საყრდენები
    რკინიგზა, მეტრო, გვირაბები, ესტაკადები
    დიდი და მცირე ზომის სამშენებლო ობიექტები (შენობა-ნაგებობები)
    ჰიდრო-ნაგებობანი, დამბები, თბო- და ატომური ელექტრო სადგურები (პროექტირება, მშენებლობა, ნაგებობათა შემდგომი მონიტორინგი)
    აეროპორტები
    წყლის აკვატორიები (წყალსაცავები, მდინარეები, ტბები და სხვ.)
    მეწყრული სხეულების და პროცესების კვლევა, მონიტორინგი
    სასარგებლო წიაღისეულის (მეტალური და არამეტალური) ძებნა-ძიება
    გრუნტის წყლების დაზვერვა, ძიება, პროცესების მონიტორინგი
    არქეოლოგიური ობიექტების კვლევა გეოფიზიკური მეთოდებით. მიწისქვეშა არქეოლოგიური ობიექტების აგეგმვა, მათი შემოკონტურება და სიღრმის დადგენა
    მიწისქვეშა კარსტული სიცარიელის, გვირაბებისა და მღვმეების კვლევა-ძიება
  • გეოლოგია და გეოფიზიკა

  • check_circleჭრილის გეოლოგიური აღწერა
    საკვლევი რაიონის აგებულების გეოლოგიურ-გეოფიზიკური დახასიათება რამდენიმე ასეულ მეტრ სიღრმემდე, ძირითადი ქანების და ნაყარი ფენის (მეოთხეული) დიფერენციაცია. გეოელექტრული ჭრილების აგება.

    ლითოლოგიური ჭრილის დაზუსტება
  • check_circleსასარგებლო ნამარხთა (მეტალური და არა მეტალური) ძებნა-ძიება
    ქვიშის, ქვიშა-გრავისა და სხვადასხვა სახის მოსაპირკეთებელი საბდოების  ძებნა-ძიება.
  • check_circleგამოფიტვის ზონების შესწავლა
    გამოფიტული ნალექების ფართობული გავრცელების, სიმძლავრის, გაწყლიანების ხარისხის, ალუვიური, დელუვიური, ტბიური, მინერალური ნალექების ლითოლოგიური შედგენილობის შესწავლა.
  • check_circleპალეორელიეფის შესწავლა, გამოკვლევა
    ძველი მდინარეული კალაპოტების და შესართავების გამოვლენა, აგეგმვა
  • check_circleტექტონიკური რღვევების დაფიქსირება-გამოვლენა
    ტექტონიკური რღვევების, მომატებული ნაპრალიანობის (ბზარიანობის) და გაწყლიანებული ზონების დაძიება (აგეგმვა)
  • check_circleკარსტების ძიება
    ბუნებრივი და ანთროპოგენური (ხელოვნური) სიცარიელეების, დაკარსტული ზონების აღმოჩენა და კარტირება
  • check_circleმეწყერების შესწავლა
    მეწყერული სხეულის სიმძლავრისა და ლითოლოგიური შემადგენლობის განსაზღვრა, მეწყერული სხეულის გაწყლიანების ხარისხის დადგენა, სხლეტვის ზედაპირის გამოყოფა, მეწყერული მასის და მისი მიმდებარე უბნების ჰიდროგეოლოფიზიკური კვლევა, დამეწყრილი მასის და მისი ცალკეული ნაწილების მოძრაობის მიმართულების და სიჩქარის განსაზღვრა

    პროცესების განითარების დინამიკის მონიტორინგი მეწყერ საშიშ უბნებზე და მათი წამოსვლის ალბათობის-რისკის შეფასება
  • ჰიდროგეოლოგია

  • check_circleმტკნარი და მინერალური მიწისქვეშა წყლების ძიება
    გარემოს ჰიდროგეოლოგიური პირობების შესწავლა. მიწისქვეშა წყლების (გრუნტის, არტეზიული, ნაპრალური, ტექტონიკური და კარსტული და სხვ.) ძებნა-ძიება საყოფაცხოვრებო და სამეურნეო წყალმომარაგებისათვის

    წალგაუმტარი ფენების სიღრმის დადგენა და აერაციის ზონის განსაზღვრა. აერაციის ზონაში დამარილებული უბნების გამოყოფა. მიწისქვეშა წყლების მინერალიზაციის განსაზღვრა

    მიწისქვეშა წყლების დინამიკის (მიმართულებისა და სიჩქარის) განსაზღვრა

    ჰიდროგეოლოგიური და სტრუქტურული ბურღილების გეოლოგიურ-გეოფიზიკური დახასიათება
  • საიჟინრო გეოლოგია

  • check_circleსაწარმოო და საყოფაცხოვრებო შენობა-ნაგებობების სამშენებლო მოედნების კვლევა
    საინჟინრო ნაგებობათა მშენებლობისთვის გეოლოგიურ-გეოფიზიკური ჭრილების დადგენა
  • check_circleქანების ფიზიკურ-მექანიკური თვისებების განსაზღვრა
    ქანების გაწყლიანებისა და ფიზიკურ-მექანიკური თვისებების დადგენა ბუნებრივი წოლის პირობებში
  • check_circleსაავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალების კვლევა
    საავტომობილო საგზაო საფარის გამოკვლევა, კონტროლი. ფენების სიმძლავრის განსაზღვრა. სადრენაჟო ფენის ტენიანობისა და ფილტრაციის კოეფიციენტის შეფასება. დეფექტების გამოვლენა: სიცარიელეების, დასუსტებული ზონების, დამსხვრეული ნიადაგის ლინზების. ძირითადი ქანების მდგრადობის შესწავლა

    რკინიგზის მაგისტრალის გასწვრივ საგებ ფენებში დეფექტების გამოვლენა
  • check_circleმილსადენების ტრასის კვლევა-შესწავლა
    მიწისქვეშ არსებული მილსადენების კოროზიული მდგომარეობის შესწავლა. კვლევები მიწისქვეშა მეტალის ნაგებობის კოროზიისაგან ელექტროქიმიური დაცვის სისტემების პროექტირებისთვის და შესაბამისი პროექტირება
  • check_circleგვირაბები
    გვირაბის ღერძის გასწვრივ კვლევები პროექტირებისას, მშენებლობისას და მისი ექსლუატაციისას

    გვირაბში დეფექტური ზონების ლოკალიზაცია (შემოკონტურება) მოპირკეთებული ზედაპირიდან სიღრმეში და წყლის ინფილტრაციის გზების გამოვლენა

    შესუსტებული ზონების გამოვლენა და შესაბამისი სარემონტო (გამაგრებითი) სამუშაოების ხარისხის შემოწმება გვირაბის კედლების მოპირკეთების ცემენტისა და პოლიმერების ინექციის შემდეგ ჰერმეტიზაციაზე
  • check_circleხიდის გადასავლელების სამშენებლო მოედნების კვლევა
  • check_circleდაზიანებული ზონების (დეფექტების) გამოვლენა მყარ საფარში
    რკინა-ბეტონის კონსტრუქციების აგებულებისა და არმირების პარამეტრების განსაზღვრა. კედლებს შიგნით არსებული სავენტილაციო შახტების (არხები) პოვნა, გადევნება და მდგომარეობის განსაზღვრა
  • check_circleჩაძირული ობიექტების (საგნების) გამოვლენა-დაფიქსირება
  • check_circleმდინარეების, ტბებისა და წყალსაცავების სიღრმისა და შესაბამისი პროფილის განსაზღვრა, ფსკერზე არსებული ბალასტის სიმძლავრის განსაზღვრა.
  • check_circleნავმისადგომებისა და სანაპირო ზოლის შესწავლა
  • ჰიდროტექნიკური ნაგებობები

  • check_circleკაშხლის ფერდობებზე რკინა-ბეტონის ფილების და არხების მოპირკეთების გამოკვლევა სიცარიელეების გამოვლენის მიზნით
  • check_circleმომატებული წყლის ფილტრაციის ზონების გამოვლენა კაშხალზე
  • check_circleმონიტორინგი ნეგატიური მოვლენების განვითარებაზე კაშხლის საიმედო ექსპუატაციისათვის.
  • აეროდრომები

  • check_circleასაფრენ-დასფრენი და მოსაბრუნებელი ბილიკის, სადგომი ადგილების რკინა-ბეტონის ფილების დეფექტების გამოვლენა
  • check_circleძირითადი ქანების აგებულებისა და მდგრადობის შესწავლა
  • check_circleსიცარიელებისა და ნიადაგის შესუსტებული ადგილების გამოვლენა რკინა-ბეტობის ფილების ქვეშ
  • წყალსაცავები, აუზები, რეზერვუარები, სამელიორაციო არხები

  • check_circleწყლის ჟონვის ადგილების და ჰიდროიზოლაციის დაზიანებული ადგილების დაფიქსირება
  • check_circleარმატურის კოროზიის ხარისხობრივი შეფასება
  • არქეოლოგია

  • check_circleარქეოლოგიური ძეგლების გეგმარებისა და საზღვრების რეკონსტრუქცია
  • check_circleარქეოლოგიური ობიექტების სივრცული განაწილების (განლაგების) თავისებურებების დადგენა
  • check_circleლოკალიზირებულ ტერიტორიებზე არქეოლოგიური ობიექტების ძიება და აგეგმვა
  • საქალაქო მეურნეობა

  • check_circleწყლის მილების, საკანალიზაციო სისტემების, ძალოვანი და კავშირგაბმულობის კაბელების გადევნება
  • check_circleსაძირკვლებისა და წყალში არსებული კოსტრუქციების მდგომარეობის შესწავლა
  • check_circleსამშენებლო კონსტრუქციებზე დეფექტების გამოვლენა
  • ეკოლოგია

  • check_circleქიმიური წარმოების ნარჩენებით დაბინძურებული ტერიტორიების შესწავლა
  • check_circleტოქსიკური წყლების ფილტრაციის ზონების განსაზღვრა (შემოსაზღვრა), ჰიდრო საიზოლაციო ეკრანის კონტროლი
  • check_circleტოქსიკური ნარჩენების დასამარხად ხელსყარელი ადგილების (ტერიტორიების) შერჩევა
  • check_circleგეოლოგიური გარემოს დაბინძურების წყაროების დადგენა
  • check_circleგრუნტის კოროზიული აქტიურობისა და მოხეტიალე დენების ინტენსივობის შეფასება