გროს ენერჯი ჯგუფი

საინჟინრო საკონსულტაციო კომპანია

არახლოს მაგისტრალური არხის და რანჩპარის არხის რეაბილიტაციის პროექტი
 2020-11-17
 დავასრულეთ არახლოს მაგისტრალური არხის და რანჩპარის არხის რეაბილიტაციის პროექტი. საპროექტო გადაწყვეტილებით არახლოს არხის ტრაპეციული და მართკუთხა კვეთის რეაბილიტაცია და გადასასვლელების მოწყობა დაიგეგმა. სულ ჯამში მოპირკეთდება 7 კმ-მდე არხი, მოეწყობა ათეულობით საფეხმავლო და სამანქანო გადასასვლელი. რეაბილიტაცია ჩაუტარდება და გარემონტდება ძირითადი და გამანწილებელი კვანძის ფარები, ასევე მოეწყობა ავარიული წყალსაგდები. მოცემული გადაწყვეტილებით დამკვეთი კომპანია შპს "საქართველოს მელიორაცია" თავისუფლად უზრუნველყოფს წყლის მიწოდებას კერძო მესაკუთრეებზე. სულ სარწყავი ფართობი შეადგენს 800 ჰექტარს.