გროს ენერჯი ჯგუფი

საინჟინრო საკონსულტაციო კომპანია

კაკლის გადამამუშავებელი საწარმო
 2020-07-28
 კომპანია აგროლაინის დაკვეთით დავასრულეთ კახეთში სოფელ ჩუმლაყში კაკლის გადამამუშავებელი საწარმოს კონსტრუქციული ანგარიში.  სამშენებლო სამუშაოებს კომპანია  ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ განახორციელებს. საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით აშენებული ქარხანა პროდუქციის ექსპორტს ევროკავშირის ბაზარზეც გეგმავს.  ქარხანა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კახეთში აგროსექტორის განვითარებას. ნედლეულს ,,აგროლაინი“ ადგილობრივი ფერმერებისგანაც მიიღებს. კომპანიის გეგმის მიხედვით, 2021 წელს - 500-ს, 2022 წელს - 1000-ს, 2023 წელს კი საწარმოს წარმადობა 1500 ტონას გადააჭარბებს. ,,აგროლაინს“ 2014 წლიდან დიდი როლი შეაქვს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში. კომპანიის საქმიანობა კაკლის ბაღების გაშენა-მოვლას მოიცავს, რასაც მიმდინარე წლიდან კაკლის გადამამუშავებელი საწარმოც დაემატება