გროს ენერჯი ჯგუფი

საინჟინრო საკონსულტაციო კომპანია

საწყობი სოფელ გამარჯვებაში
 2020-07-28
 დავასრულეთ 1200 კვ.მ სასაწყობო შენობის პროექტი, აღნიშნული ნაგებობა გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებაში აშენდება და იქნება საერთაშორისო სტანდარტების მქონე სასაწყობო მეურნეობა.
პროექტის ფარგლებში შესრულდა, გეოდეზიური, გეოლოგიური, კლიმატური მონაცემების, ინფრასტრუქტურული კვლევები, რის მიხედვითაც მომზადდა დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისი ინდივიდუალური პროექტი (არქიტექტურა, კონსტრუქციული ნაწილი, წყალ გაყვანილობა, ვენტილაცია და ა.შ.). პროექტში გამოყენებულია თანამედროვე ტიპის სამშენებლო და ტექნოლოგიური მასალა.