გროს ენერჯი ჯგუფი

საინჟინრო საკონსულტაციო კომპანია

გაეროს განვითარების პროგრამის პროექტი კრწანისის ეროვნულ ტყე-პარკში
 2020-06-22
 გაეროს განვითარების პროგრამის GEF KURA II პროექტის ფარგლებში ხორციელდება პროექტი სატუმბო სადგურის და თევზის მეურნეობის სისტემის მოწყობის მიმართულებით კრწანისის ეროვნულ ტყე-პარკში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში კომპანია გროს ენერჯი ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო მიკრო-შესყიდვაში და მოამზადა დეტალური დიზაინის პროექტი სატუმბო სადგურისთვის და თევზის მეურნეობის სისტემის წყალმომარაგებისთვის.

პროექტის ფარგლებში შემუშავდა მდინარე მტკვრიდან წყლაღების პროექტი და შემდგომში მისი სხვადასხვა დანიშნულების ტბებში გადანაწილება, ტყე-პარკის სარწყავი სისტემის და თევზსაშენის მეურნეობის სრულფასოვანი მუშაობისთვის. ინდივიდუალურად შეირჩა და მომზადდა საინჟინრო გადაწყვეტილებები.

აღნიშნული პროექტის ელექტრო მომარაგება ნაწილობრივ ხორციელდება ქსელზე მიერთებული განახლებადი ენერგიის, კერძოდ კი მზის პანელებზე მომუშავე ელექტროსადგურის მეშვეობით.

ჩატარდა შემდეგი საველე და კამერალური სამუშაოები:
  • ტოპოგრაფია
  • გეოლოგია
  • ინფრასტრუქტურის კვლევა
  • წყალაღების შერჩევა
  • წყალაღების დაცვა
  • სატუმბო სადგურის მოწყობა და ტუმბოს სპეციფიკაციების შერჩევა
  • წყლის მიწოდება
  • არტეზიული ჭაბურღილის მოწყობა დამატებითი წყალაღებისთვის
  • ელექტრო ქსელის დაგეგმვა და შესაბამისი კვეთის ანგარიში
  • ჰიდრავლიკური ანგარიში
  • ტბებს შორის დამაკავშირებელი მილების მოწყობისა და შესაბამისი ჩამკეტი ფარების პროექტირება
  • თევზსაშენი მეურნეობის პროექტირება
  • საპროექტო და სატენდერო ხარჯთაღრიცხვა