გროს ენერჯი ჯგუფი

საინჟინრო საკონსულტაციო კომპანია

ქ. ფოთში გამავალი მდინარე რიონის „ქალაქის არხის რეაბილიტაციის“ დეტალური საინჟინრო პროექტი
 2020-03-17
 კომპანია „გროს ენერჯი ჯგუფმა“ დაასრულა შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ გამოცხადებული ქ. ფოთში გამავალი მდინარე რიონის „ქალაქის არხის რეაბილიტაციის“ დეტალური საინჟინრო პროექტი. აღნიშნული პროექტი მეტად მნიშვნელოვანია ქ. ფოთისთვის, მსგავსი სამუშაოები ათეული წლებია არ განხორციელებულა რამაც მნიშვნელოვნად დააზიანა ქალაქის ინფრასტრუქტურა.

პროექტის ფარგლებში შესრულდა ასეული ჰექტარის ტოპოგრაფიული აგეგმვა, მდინარე რიონის ბათიმეტრიული აგეგმვა, გეოფიზიკური და ჰიდროლოგიური კვლევები, პროექტის განვითარების ადგილის დეტალური აღწერა/ინვენტარიზაცია და დაზიანებული მონაკვეთებზე ინდივიდუალური გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, ჩატარდა მერქნული აღრიცხვა და განისაზღვრა დასილული უბნების გაწმენდითი სამუშაოების მოცულობა. თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით სრულფასოვნად დამუშავდა პროექტის გრაფიკული ნაწილი. პროექტის დეტალები მალე გამოქვეყნდება.

 
კომპანია მადლობას უხდის ყველა ჩართულ პირს რომელიც თავდაუზოგავად შრომობდა მოცემული პროექტის შესაქმნელად, განსაკუთრებული მადლობა ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო ჯგუფს და ფოთის მუნიციპალიტეტს პროფესიონალური დამოკიდებულებისათვის.