გროს ენერჯი ჯგუფი

საინჟინრო საკონსულტაციო კომპანია

ქუთაისი - აბასთუმანი საავტომობილო გზა
 2018-09-07
 შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (საღორია) - ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის ბაღდათი - აბასთუმანის მონაკვეთის რეაბილიტაცია - რეკონსტრუქციის პროექტის ფარგლებში დავასრულეთ გეოლოგიური კვლევა. გაიბურღა 254 მეტრიანი ჭაბურღილი, ნიმუშები გადაიგზავნა აკრედიტირებულ ლაბორატორიაში და ანალიზის შედეგების გათვალისწინებით შევადგინეთ გეოლოგიური ანგარიში.
აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, დამკვეთი კომპანია, Institut IGH, შეასრულებს სარეაბილიტაციო საპროექტო სამუშაოებს.