გროს ენერჯი ჯგუფი

საინჟინრო საკონსულტაციო კომპანია

NEFCO -ს პროექტის განხორციელება
 2017-05-10
 2017 წლის 24 აპრილს „გროს ენერჯი ჯგუფმა“ „ნორსკ ენერჯისთან“ ერთად დაიწყო NEFCO -ს პროექტის განხორციელება. კომპანია „ნორსკ ენერჯი ჯგუფი“ არის დანიური საერთაშორისო კომპანია, რომელიც ახორციელებს კვლევებს ამ პროექტის ფარგლებში.

NEFCO საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც დაფუძნდა ხუთი სკანდინავიური ქვეყნის მიერ. პროექტები,რომელიც ფინანსდება ინსტიტუტის მიერ გამოირჩევა ენერგოეფექტურობით, გარემოს პირობების მნიშვნელოვანი გაუმჯობესებითა და სოციალური ბენეფიტებით. 2016 წელს NEFCO-მ გამოაცხადა რამოდენიმე პროექტი, ასევე გამოიჩინა ინიციატივა გარემოსა და ენერგეტიკის საკითხების გაუმჯობესების კუთხით საქართველოში.

NEFCO მოიაზრებს საქართველოს მაღალმთაინ რაიონებში მხარი დაუჭიროს მდგრადი ენერგო გადაწყვეტილების პროექტებს კრედიტებისა და გრანტების სახით. პროექტის ძირითადი მიზანია ბიოსაწვავის მოხმარებისა და კარბონდიოქსიდის ემისიების შემცირება. არსებული პროექტი ითვალისწინებს, როგორც სამაგიდე კვლევას, ასევე ფონური მასალის ანალიზს,რომელსაც გაამყარებს შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთაან ინტერვიუების შედეგად მირებული ინფორმაციითა და ობიექტზე განხორციელებული ვიზიტებით.