გროს ენერჯი ჯგუფი

საინჟინრო საკონსულტაციო კომპანია

ძეგვიჰესის პროექტირება მდინარე მტკვარზე
 2021-06-08
 კომპანია გროს ენერჯი ჯგუფმა დაასრულა 15 მეგავატიანი ძეგვიჰესის პროექტირება მდინარე მტკვარზე. ჰესი კალაპოტური ტიპისაა და ითვალისწინებს 17 მეტრი სიმაღლის გრავიტაციულ კაშხალს; ჰესის შენობაში გათვალისწინებულია 3 კაპლანის პიტის ტურბინის დამონტაჟება, თითოეული 5 მვტ სიმძლავრის.