გროს ენერჯი ჯგუფი

საინჟინრო საკონსულტაციო კომპანია

GWP - გოთუას კოლექტორი
 2020-05-14
 კომპანია GWP-ის დაკვეთით შევასრულეთ Q500 დიამეტრის დაზიანებული საკანალიზაციო კოლექტორის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც ქალაქ თბილისში შარტავას ქუჩიდან მთავარი კოლექტორისკენ მიემართება. პროექტის ფარგლებში შესრულდა გეოდეზიური კვლევა 1:100 მასშტაბის, გაყვანილ იქნა საინჟინრო გეოლოგიური 20 მ-ის სიღრმის ჭაბურღილი, ჩატარდა შესაბამისი ლაბორატორიული ანალიზი რის საფუძველზეც მომზადდა დეტალური საინჟინრო პროექტი და აღნიშნული პროექტის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.