გროს ენერჯი ჯგუფი

საინჟინრო საკონსულტაციო კომპანია

ნამახვანი ჰესის გადამცემი ხაზი
 2019-09-12
 კომპანია „გროს ენერჯი ჯგუფმა“ დაასრულა 35 კვ გადამცემი ხაზის კონცეპტუალური დიზაინის პროექტირება. მოცემული გადამცემი ხაზი დააკავშირებს ნამახვანის კასკადებს შორის გამომუშავებულ ენერგიას ცენტრალურ ქვესადგურთან, საიდანაც უკვე მოხდება საქართველოს ელექტრო სისტემასთან.  პროექტირება ითვალისწინებდა ლანდშაპტის შესწავლას, რელიეფის სირთულის და წინასწარი გეოლოგიური ინფორმაციის საფუძველზე ელექტრო გადამცემი ბოძების განთავსების ადგილის განსაზღვრას. პროექტირებისას შესრულდა რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტი, არჩევანი კი ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტზე შეჩერდა.