გროს ენერჯი ჯგუფი

საინჟინრო საკონსულტაციო კომპანია

გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობის დირექტივის სტრუქტურის დანერგვა საქართველოში
 2018-12-27
 პროექტი დაფინანსებულია ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. პროექტის განმახორციელებელია ნორვეგიული კომპანია ICH (International Centre for Hydropower), წამყვანი საერთაშორისო კონსულტანტია Enviro-DEV, ნორვეგია; წამყვანი ადგილობრივი კონსულტანტი - შპს ენვისო, საქართველო.

შესაძლებლობის გაძლიერების სემინარი #1-ის მონაწილეები იყვნენ გარემოსდაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლები.

სემინარი ჩატარდა 2018 წლის 10-14 დეკემბერს და მოიცავდა შემდეგ საკითხებს: გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის დირექტივის სტრუქტურის დანერგვა საქართველოში, პრაქტიკული დისკუსიები და კითხვები ევროკავშირთან საკანონმდებლო ჰარმონიზაციის ფარგლებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით; ტრენინგი ასევე ითვალისწინებდა გარკვეულ პრაქტიკულ სამუშაოს მონიტორინგთან, შეფასებასთან და შემოწმებასთან დაკავშირებით ინსპექტირების დროს. სემინარი დასრულდა საველე გასვლით ჟინვალჰესზე, სადაც სიმულაციური ინსპექტირება ჩატარდა. სემინარის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.