გროს ენერჯი ჯგუფი

საინჟინრო საკონსულტაციო კომპანია

ელექტროძიებითი სამუშაოები სვეტიცხოვლის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე
 2017-10-25
 სვეტიცხოვლის ტაძრის ეზოში,  მრავალელექტროდიანი RESECS-ის სისტემის ელექტროსაძიებო აპარატურით, ტაძრიდან ჩრდილოეთით 30 მეტრში, გატარებულ იქნა საცდელი 95 მ სიგრძის პროფილი აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით.

კვლევის მიზანი იყო ტერიტორიის გეოლოგიური, ჰიდროგეოლოგიური და არქეოლოგიური ამოცანების გადაწყვეტა.

საველე მონაცემების ინტერპრეტაციის შედეგად მიღებული გეოელექტრული ჭრილი, რომელიც აგებულია ResistivityImager 2D პროგრამაში, იძლევა საშუალებას ზუსტად იქნას გამოყოფილი გეოელექტრული ჭრილის ელემენტები, რომლებიც რეალურად შეესაბამებიან სიღრმეში არსებულ ობიექტებს.

მომავალში დეტალური კვლევები დააზუსტებს და ნათელს მოფენს ტაძრის ისტორიის ბევრ საინტერესო და დღემდე უცნობ ფურცელს.