გროს ენერჯი ჯგუფი

საინჟინრო საკონსულტაციო კომპანია

შუახევიჰესის პროექტი დასრულდა
 2017-06-30
 ბოლო 40 წლის მანძილზე საქართველოში აშენებული ყველაზე მსხვილი ჰესის, შუახევიჰესის პროექტი დასრულდა. ელექტროსადგური 450 გიგავატ/საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და უზრუნველყოფს სათბური გაზების შემცირებას წელიწადში 200 000 ტონაზე მეტით.

შუახევიჰესის მშენებლობის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა ჰიდროელექტროსადგური დაათვალიერა და დამსწრე საზოგადოებას საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტიციით განხორციელებული პროექტის წარმატებით დასრულება მიულოცა.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას", რომელმაც, მისი თქმით, საქართველოს ენერგეტიკულ სექტორს უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური შესძინა. მანვე მადლობა გადაუხადა ძირითად ინვესტორებს - ნორვეგიულ კომპანია „ქლინ ენერჯისა"და ინდურ კომპანია „ტატა ჯგუფს". მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების - საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის მნიშვნელოვან წვლილს.

თავის სიტყვაში, შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი კომპანიის, „ქლინ ენერჯის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ბორდ მიკელსენმა, ხაზი გაუსვა შპს „გროს ენერჯი ჯგუფი“-ს წვლილს ამ დიდი პროექტის განვითარების საქმეში. კომპანია „გროს ენერჯი ჯგუფმა“ პროექტის განხორციელების იდეა შესთავაზა ნორვეგიულ მხარეს 2010 წელს, რის შემდეგაც დაიყო ერთობლივი თანამშრომლობა. შპს „გროს ენერჯი ჯგუფის“ მიერ მომზადდა წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, რის საფუძველზეც ინტერესთა გამოხატვის ტენდერდში წარმატებას მიაღწია კომპანია „ქლინ ენერჯი ინვესტმა“. ამის შემდეგ პროექტის ოპტიმიზაცია შეასრულა ნორგვეგიული კომპანია ნორკონსულტმა.

გამოცხადდა საერთაშორისო ტენდერი: სრულ ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთების ანგარიშის მომზადებაზე, აღნიშნული ტენდერში წარმატებას მიაღწია საერთაშორისო კომპანია „მოთ მაკდონალდმა“, რომლის ქვე-კონსულტანტიც იყო შპს „გროს ენერჯი ჯგუფი“. იგივე ტანდემით გაგრძელდა თანამშრომლობა მშენებლობის ზედამხედველობის პერიოდშიც. აღსანიშნავია, რომ შპს „გროს ენერჯი ჯგუფმა“ გაუწია საკონსულტაციო მომსახურება კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ ჰესის ექსპლუატაციაში მიღების, ოპერირებაში გაშვების და კვალიფიციურ საწარმოდ დარეგისტრირების დოკუმენტაციის მომზადებაში და ნებართვების მიღებაში.

დამატებითი სურათები შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს გალერეაში - ალბომი შუახევი ჰესის პროექტის განვითარება