გროს ენერჯი ჯგუფი

საინჟინრო საკონსულტაციო კომპანია

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ტერიტორიის საინჟინრო გეოლოგიური შესწავლა
 2017-04-07
 მიმდინარე წლის თებერვლის თვეში გროს ენერჯი ჯგუფმა ლევან სამხარაულის საექსპერტო ბიუროსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე განახორციელა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის საძირვკლის საინჟინრო-გეოლოგიური შესწავლა. დავალება მოიაცავდა 3X12 მეტრიანი ჭაბურღილისა და 32 შურფის გაკეთებას. კომპანიამ გაითვალისწინა კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობა და მაქსიმალურად შეეცადა კვლევის დროს არ დაეზიანებინა ისტორიული ნაგებობა.
ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა ტექნიკური უნივერსიტეტის გეოლოგიური დეპარტამენტის ლაბორატორიაში.