გროს ენერჯი ჯგუფი

საინჟინრო საკონსულტაციო კომპანია

კომპანია „გროს ენერჯი ჯგუფმა“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად სეისმური კვლევა განახორციელა.
 2016-09-12
 .კომპანია „გროს ენერჯი ჯგუფმა“განახორციელა გეოფიზიკური და სეისმური კვლევა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად წაბლანას მეწყერთან ახლოს, სოფელ ყინჩაურის მიმდებარედ. პროექტის მიზანია უსაფრთხოების ამაღლება და არსებული სიტუაციის შეფასება, აღნიშნული სამუშაოს შესრულება საპასუხისმგებლო იყო და შესაბამისად საერთაშორისო ექსპერტების მოწვევა გახდა საჭირო; მოცემული დავალების შესასრულებლად „გროს ენერჯი ჯგუფის” ერთ-ერთი პარტნიორი, წამყვანი გერმანული კომპანია  DMT შეირჩა და მათთან ერთად განხორციელდა კვლევითი სამუშაოები და ანალიზი. ადგილობრივი გამგეობა და AGL უწევდა მატერიალურ- მორალურ დახმარებას აღნიშნული პროექტის ფარგლებში. პროექტს ზედამხედველობდა და მეთვალყურეობდა საქართველოს ენერგეტიკის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროების წარმომადგენლები.