გროს ენერჯი ჯგუფი

საინჟინრო საკონსულტაციო კომპანია

საქართველოში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის დანერგვის სტრუქტურა - ICH & Enviro Dev, ნორვეგია (2016-2018)
 2016-07-04
 გარემოსა და ბუნერბრივი რესურსების დაცვის სამინისტრო (MoENRP) არის მთავარი ბენეფიციარი საქართველოს მთავრობის მხრიდან, რომელიც ღრმად იქნება ჩართული აღნიშნული პროექტის განვითარებაში.

 MoENRP ჩაერთვება საკანონმდებლო საკითხებში და დახმარებას გაუწევს კავშირების ჩამოყალიბებას ადგილობრივ და საერთაშორისო/ევროკავშირის ინსტრუმენტებს შორის. ქეისების განხილვა და მაგალითები,ტრეინინგები გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის  სტრუქტურებში დირექტივებისა და მეთოდური რეკომენდაციების  შექმნის მინზნით. ენერგეტიკის სამინისტრო ენერგო პროექტების განვითარების მიზნით უზრუნველყოფს ძირითადი  ინფორმაციის მიწოდებას და ამასთანავე მოიაზრება როგორც მთავარი მონაწილე. ასევე წარმოდგენილი იქნებიან სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო სტრუქტურის წარმომადგენლები, რომლებიც ჩერთვებიან ამ პროექტში  მისი განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე.

"გროს ენერჯი ჯგუფი" კი როგორც ადგილობრივი კონსულტანტი მხარდაჭერას გაუწევს ზემოთხსენებული საქმიანობის მიმდინარეობას. მოცემული პროექტის ხანგრძლიობა არის 3 წელი.